გადახდის პირობები

Online Shop-ი გახლავთ ინტერნეტ მაღაზია, საიდანაც პროდუქციის შესაძენად არ დაგჭირდებათ ვებ გვერდზე დარეგისტრირება, ამიტომ ყოველგვარი ზედმეტი ოპერაციების გარეშე თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სასურველი ნივთი მარტივად, სახლიდან გაუსვლელად. ონლაინ შოპის ვებ გვერდიდან ნივთის შესაძენად, საჭიროა სასურველ პროდუქციასთან არსებული „ყიდვის“ ღილაკზე დაკლიკება, ამის შემდეგ უნდა შეავსოთ სავალდებულო ველები, როგორიცაა: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა და მობილურის ნომერი. მონაცემების შეყვანის შემდეგ, უნდა დააკლიკოთ „გადახდა“ ღილაკზე, რომელიც გადაგამისამართებთ ბანკის დაცულ ვებ გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაცემების დასაზუსტებლად, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე. შეძენიდან 2-3 სამუშაო დღეში ნივთს, ჩვენი კურიერი, მოგიტანთ მითითებულ მისამართზე.
ვებგვერდიდან WWW.ONLINESHOP.GE ნივთის შეძენის დროს, მომსახურების პირობებს ეთანხმებით ავტომატურად, ამიტომ სასურველი ნივთის შეძენამდე გთხოვთ გაეცნოთ ყიდვის პირობებს. ნივთის შეძენისას აუცილებელია თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და უტყუარი, სრულად უნდა იყოს შეყვანილი მიტანის სერვისისთვის აუცილებებლი ველები: მიმღების სახლი, გვარი, სრული მისამართი (ქალაქი, რაიონი, ქუჩა, ბინის ნომერი), საკონტაქტო ნომერი.